„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ მანუელ ლოკატელის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ თუ სასურველ წინადადებას არ მიიღებენ, იტალიელი ნახევარმცველი გუნდში დარჩება.
„ველოდებით ადეკვატურ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ლოკატელი „სასუოლოში“ დარჩება. აგვისტოს დასაწყისში ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება“, – თქვა კარნევალიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის გადაბირებას დიდი ხანია ცდილობს, მაგრამ „სასუოლოსთან“ მოლაპარაკება დღემდე ვერ მოახერხა.