ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ Sportitalia-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის, „იუვენტუსზე“, კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალაზე.
„იუვენტუსში“ სკუდეტო დაუფასებელი იყო გარედანაც და სამწუხაროდ გუნდის შიგნიდანაც, არც კი გვიზეიმია, ყველა თავისით წავიდა სადილზე. ალბათ, ეს წელი ყველაზე შესაბამისი იყო „იუვენტუსის“ მწვრთნელობისთვის, მათ ახლა მეოთხე ადგილი იზეიმეს, როცა, შარშან სკუდეტოს მოგება არ უხაროდათ.
რონალდუს მართვა ადვილი არ არის, მას აქვს პირადი ინტერესები. თუმცა, მეორეს მხრივ, სეზონის ბოლოს მას გუნდისთვის განსაკუთრებული შედეგები მოაქვს. უნდა გაყიდონ? არ ვიცი, ეს დამოკიდებულია გუნდის საჭიროებებზე, მათ მოუწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება. ჩემი აზრით, უმჯობესია უარი თქვან ერთ ფეხბურთელზე, ვიდრე 5-6 მოთამაშეზე.
დიბალასთვის უცნაური წელი იყო, ტრავმებით სავსე. თუმცა, ის ჩემპიონია და თავისი ხარისხით ფორმაში მალე შესვლას მოახერხებს. ვფიქრობ, დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო: ფსონი ან მასზე უნდა გააკეთონ, ან უნდა გაყიდონ”, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი „იუვენტუსში“ ერთი სეზონი მუშაობდა და გუნდს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა, იტალიის თასის ფინალში გაიყვანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.