რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ თქვა, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლის გაუქმება შეიძლებოდა, თუმცა „იუვეს“ თამაში 9 ფეხბურთელით უნდა დაესრულებინა.
„ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ შეიძლებოდა ჯარიმის დანიშვნა, მაგრამ ასევე „იუვენტუსს“ თამაში 9 ფეხბურთელით უნდა დაესრულებინა, პირველ ტაიმში ლოკატელის გაძევება და მეორე ტაიმში კუადრადოსთვის ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა, რომელიც 30 წამის შემდეგ შეცვალეს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ლაციოსთან“ სტუმრად 1:2 წააგო.