მთავარი / სიახლეები / სერია A / სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს უთქვამს, რომ „იუვეს“ ფეხბურთელების გაწვრთნა შეუძლებელია და ეს ფრაზა ჟურნალისტებმა მოუგონეს.

„ნახევარდაცვაში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, ისევე, როგორც „იუვეს“. ისინი ახალი ციკლის გახსნას ცდილობენ, ჩვენ კი ჯერ შუა გზაზე ვართ, მაგრამ კმაყოფილი ვარ განვლილი გზით.

„იუვეს“ გაწვრთნა ამ ფეხბურთელებით შეუძლებელია? ეს ჟურნალისტების მოგონი ციტატააა. არ არსებობს განცხადება, რომელშიც ამას ვამბობ. იმ სეზონში სკუდეტო მოვიგე, ადამიანმა, რომელსაც მანამდე მხოლოდ 6-7 ქვედა ლიგიდან დაწინაურებისთვის მქონდა მიღწეული. ამ სკუდეტოთი ერთი წრე დაიხურა“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსის” ფანების ბანერი “სან სიროზე: “ანიელი, მოკვდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ულტრასებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკვე კარგა ხანია, Curva …

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, …