მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინში იყო, სადაც მატაის დე ლიხტის ტრანსფერისთვის ჩავიდა.
ბოსნიელმა, რომელიც „იუვენტუსში“ 2007-2011 წლებში თამაშობდა, განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი:
„ვისაუბრეთ და ვნახოთ. მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – თქვა კაზელეს აეროპორტის დატოვებისას სალიჰამიჯიჩმა.
რომეო აგრესტი იტყობინება, რომ ჯერჯერობით, „ბაიერნის“ შეთავაზება და „იუვენტუსის“ მოთხოვნილი თანხა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ მხარეები მალე მოლაპარაკებების მაგიდას ისევ მიუსხდებიან, დღეს კი დე ლიხტის „ბაიერნში“ ტრანსფერზე მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა.
„იუვენტუსი“ ნიდერლანდელი მცველის სანაცვლოდ 90-100 მილიონ ევროს ითხოვს. ის ტურინულმა გრანდმა 2019 წელს „აიაქსიდან“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა (ბონუსების ჩათვლით) და მას მერე 23 წლის ფეხბურთელმა 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
👉 #DELIGT 👈
🎥 GOAL Italia🇮🇹 Salihamidzic lascia Torino e riparte per Monaco di Baviera. Sulla trattativa per De Ligt: “C’è ottimismo? Sempre”.
🇬🇧 Salihamidžić is leaving Turin back to Munich: “We’re talking but I can’t tell you anything. Optimistic? Always!”Posted by Romeo Agresti on ორშაბათი, 11 ივლისი, 2022