ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ზენიტი“ 4:2 დაამარცხა და მერვედფინალში ორი ტურით ადრე გავიდა. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს.
3 – „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საწყის ოთხ მატჩში ოთხი გამარჯვება ისტორიაში მესამედ მოიპოვა. მანამდე იგივე შედეგი მარჩელო ლიპის „იუვემ“ 1995-1996 წლების სეზონში და ფაბიო კაპელოს გუნდმა 2004-2005 წლების სეზონში დააფიქსირა.
10 – პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნიში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 4 საგოლე პასი), ეს ორით მეტია, ვიდრე მანამდე 26 შეხვედრაში ჰქონდა (8 – 5 გოლი და 3 საგოლე პასი).
4 – ფედერიკო კიეზა დავიდ ტრეზეგეს შემდეგ „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ოთხ საშინაო მატჩში გოლი გაიტანა. „ტრეზეგოლს“ იგივე შედეგი 2001 წლის ნოემბერში აქვს დაფიქსირებული.
150 – ალვარო მორატამ და ვოიცეხ შჩესნიმ „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 150-ე მატჩები ჩაატარეს.
50 – ალექს სანდრომ და პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 50-ედ ითამაშეს.