მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი გოლი “იუვეს” გავუტანე”

რონალდუ: “სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი გოლი “იუვეს” გავუტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში ყველაზე საყვარელი გოლი დაასახელა. პორტუგალიელისთვის ასეთი ტურინში, „იუვენტუსთან“ გატანილი მაკრატელაა.

მან გამორჩეული თამაშიც დაასახელა და ისიც, „იუვეს“ წინააღმდეგ ჩაატარა – 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში:

„777 გოლი გავიტანე, მაგრამ სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საყვარელი გოლი ჩემს გუნდს, „იუვენტუსს“ და ჩემს დიდ მეგობარს, ჯიჯი ბუფონს გავუტანე. ეს არის ჩემი საყვარელი გოლი.

გამორჩეული თამაში? არ ვიცი, კონკრეტულად და როგორ შევარჩიო, მაგრამ ვფიქრობ, რომ თამაში, რომელშიც 3-4 გოლს გაიტან, ყოველთვის განსაკუთრებულია. მახსოვს ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელშიც ორი გოლი გავიტანე“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …