კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ არ დატოვებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონსაც „იუვეში“ გაატარებს და ის ისევ მოტივირებულია წარმატების მისაღწევად.
წყაროს თანახმად, ჟორჟე მენდეში ტურინელებთან კონტრაქტის ერთი წლით, 2023 წლამდე განახლებაზეც დაიწყებს მოლაპარაკებებს და შეიძლება რონალდუმ ხელფასიც დაიკლოს.
რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმაც განაცხადა, რომ კრიშტიანუს გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ მათ არაფერი იციან და ის „იუვეში“ რჩება.
პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წელს იწურება. ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება და „იუვენტუსს“ 25 ივლისს უნდა შეუერთდეს.