მთავარი / სიახლეები / რონალდუ “იუვენტუსისგან” 20 მილიონ ევროს ითხოვს

რონალდუ “იუვენტუსისგან” 20 მილიონ ევროს ითხოვს

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსისგან“ 19.9 მილიონი ევროს მიღება სურს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს კლუბმა არ გადაუხადა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ამ თანხის გადახდას რონალდუს დაჰპირდა, როცა პანდემიის დროს ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია.

„იუვენტუსში“ აცხადებენ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელთან დავალიანება არ აქვთ, მაგრამ 37 წლის თავდამსხმელი ადვოკატებთან ერთად მუშაობას, რაღა განიხილოს სიტუაცია.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსი“ 2021 წლის ზაფხულში დატოვა. ამჟამად პორტუგალიელი ფეხბურთელი უგუნდოდ იმყოფება.

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …

კასანო: “სხვა კლუბებიც უნდა დასაჯონ, წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა …