ტურინის „იუვენტუსმა“ და „პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ და მაურო იკარდი გაცვალონ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ცნობით, მაურო იკარდი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და კლუბის დატოვება მოუწევს. მას „რომაც“ ეპატიჟება, მაგრამ „იუვენტუსში“ თამაში ურჩევნია.
ამიტომაც, წყარო ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის კრიშტიანუ რონალდუში გაცვალონ, რომლის ხელფასის გადახდა „იუვეს“ ძალიან მძიმე ტვირთად აწევს. საინტერესოა, რომ დღეს რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „გადაწყვეტილების მიღების დღე“.
არავინ იცის, რას გულისხმობდა კონკრეტულად რონალდუ, მაგრამ არაა გამორიცხული ეს მის კარიერულ მომავალს უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წელს „რეალიდან“ გადავიდა და 101 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იკარდი პსჟ-მ 2019 წელს მილანის „ინტერიდან“ დაიმატა, მაგრამ პარიზულ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.