ტურინის „იუვენტუსმა“ სატრანსფრო ფანჯრის დროს ძალიან იაქტიურა და შემადგენლობაში ცვლილებებია. გუნდმა დუშან ვლაჰოვიჩი და დენის ზაკარია დაიმატა, რამაც ფანებში დიდი მოლოდინი და იმედი გააჩინა.
Tuttosport-მა გამოაქვეყნა განახლებული „იუვეს“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საორიენტაციო შემადგენლობაა და არავინ იცის მასიმილიანო ალეგრი როგორ არჩევანს გააკეთებს კონკრეტულ მატჩებში, მაგრამ ტურინული გაზეთის ვარაუდს მაინც გაგაცნობთ.
„იუვენტუსის“ სავარაუდო შემადგენლობა:
შჩესნი; დანილო, დე ლიხტი (ბონუჩი), კიელინი, ალექს სანდრო; ზაკარია, ლოკატელი; კუადრადო, დიბალა (მაკკენი), მორატა (ბერნარდესკი); ვლაჰოვიჩი.