უელსის ნაკრების შეკრებაზე აარონ რემზიმ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ნაკრებში განსხვავებული ვარჯიშის მეთოდებია, ვიდრე „იუვენტუსში“ და ამის გამო ნაკრებში უფრო მეტ თამაშს ატარებს, ვიდრე კლუბში.
„ფილოსოფია და ვარჯიშის მეთოდებული განსხვავდება ჩემი კლუბისგან. აქ ბევრი ადამიანია, რომლებმაც იციან ჩემთან მუშაობა და შესაბამისად, იციან, როგორ გამოავლინონ ჩემში საუკეთესო და ზედიზედ შევძლო მატჩების ჩატარება, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთე“, – თქვა რემზიმ.
აღსანიშნავია, რომ აარონ რემზის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან უელსის ნაკრებში უფრო მეტი წუთი აქვს ნათამაშები, ვიდრე „იუვენტუსში“, სადაც ხშირად ტრავმირებულია.