მინო რაიოლამ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. რაიოლამ თქვა, რომ ოცნება უფასოა და დროის გასვლას უნდა დაველოდოთ.
„პოგბა „იუვენტუსში“ კონკრეტული ოცნებაა? ოცნება უფასოა. შემდეგ ვნახოთ, ახდება თუ არა ოცნებები, ჯერ ადრეა. დეკემბერი შესაფერისი თვეა ამისთვის, საშობაოდ ოცნებებისთვის.
დე ლიხტი? ახლა ნოემბერია, ამაზე საუბრის დრო არ არის, მაისში ვისაუბრებთ მის კონტრაქტსა და სიტუაციაზე“, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება და „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ. დე ლიხტის შესახებ კი გავრცელდა ცნობა, რომ „იუვეს“ მასთან კონტრაქტის განახლება სურს.