მინო რაიოლამ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა. როგორც მან თქვა, ტურინი ფრანგი ნახევარმცველის გულში დარჩა, მაგრამ ტრანსფერი „იუვეზეც“ არის დამოკიდებული.
„პოგბას კონტრაქტი მომდევნო წელს იწურება. ვესაუბრებით „მანჩესტერს“ და ვნახოთ. რა თქმა უნდა, ტურინი მის გულში დარჩა და „იუვენტუსში“ მისი დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია „იუვეზეც“, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა, 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა და „მანჩესტერში“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა.