ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, „იუვენტუსს“ შეეძლო მისი კლიენტის გაფორმება და ახლა ნანობს, რომ ეს არ გააკეთა.
„ვწუხვარ, ჯიჯოს როგორც მოექცნენ. მან გააკეთა არჩევანი ცხოვრებაში, ღალატი არ ყოფილა. შეეძლო 4 წლის წინ წასულიყო, მაგრამ არ წავიდა. ის ახლოს იყო „იუვენტუსთან“? ვფიქრობ, რომ „იუვენტუსში“ ახლაც ნანობენ, რომ ის არ დაიმატეს და არა მხოლოდ „იუვენტუსში“, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას დამატება „იუვენტუსს“ ზაფხულში უფასოდ შეეძლო, მაგრამ ვოიცეხ შჩესნი ვერ გაყიდა და იტალიელი მეკარე პსჟ-ში გადავიდა.