ადრიენ რაბიომ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ დატოვებაზე არ ფიქრობს. როგორც მან ფრანგულ მედიას განუცხადა, კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და წასვლის საფუძველი არ არსებობს, რითაც გამოეხმაურა ჭორებს, რომლის თანახმად, მიმდინარე ზაფხულს „იუვედან“ წავა.
„პირადად მე კლუბთან არ მილაპარაკია. ასეთ საკითხებს ჩემი აგენტი აგვარებს. „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მაქვს და არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ კლუბის დატოვებაზე ვიფიქრო. „იუვეში“ კარგი პერიოდიც მქონდა და ცუდიც, გუნდურ დონეზე რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან ტურინულ გრანდში ჩატარებულ 129 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.