ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ლაციოსთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
„დღეს მთელი გუნდის დამოკიდებულება უაღრესად დადებითი იყო და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. რთული მატჩი მოვიგეთ ძლიერ მეტოქესთან და ეს გამარჯვება ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, კორონავირუსი შემდეგ სწორ რიტმს ვპოულობ. ნაკრებში ორი მატჩის ჩატარება რა თქმა უნდა, დამეხმარა და ვფიქრობ, ამ თამაშის შემდეგაც ნაბიჯი წინ გადავდგი“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს, ხოლო შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ჩელსის“ დაუპირისპირდება.