ადრიენ რაბიოს “მანჩესტერში” ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ინგლისელებმა იტალიელებს აცნობეს, რომ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.
კლუბები შეთანხმებული იყვნენ, მაგრამ რაბიომ და დედამისმა ხელფასის დიდი ოდენობა მოითხოვეს, რის გამოც “მანჩესტერმა” ტრანსფერზე უარი თქვა.
ამდენად, რაბიო, რომელიც მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, კონტრაქტის ბოლომდე, რომელიც 2023 წელს იწურება, დიდი ალბათობით, “იუვენტუსში” დარჩება.