მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ნიჭიერი იტალიელი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში “მილანს” აჯობა

“იუვემ” ნიჭიერი იტალიელი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში “მილანს” აჯობა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თავდამსხმელ ტომაზო მანჩინის დაიმატებს.

18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე „ვიჩენცასთან“ შეთანხმება მიღწეულია და ვენეტოელები 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებენ. მანჩინი პაოლო მონტეროს გაწვრთნი 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდება და 23-წლამდე გუნდშიც მოხვედრის შანსი ექნება.

ტომაზო იტალიის ერთი-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა და მის დამატებას „მილანი“ ცდილობდა, მაგრამ ტურინელებმა ტრანსფერისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს.

ცხადია, მანჩინი პროგრესირებას თუ გააგრძელებს, მთავარ გუნდში მოხვედრის შანსი ექნება და მისი ტრანსფერიც ამ მიზნით განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …