ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ტელეკომპანია DAZN-თან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, თავის თანაგუნდელებზე და ისინი დადებითად დაახასიათა.
„იტალიური ენა ცოტათი დამავიწყდა. მაგრამ ამ წლებში იტალიელი შეფ-მზარეული მყავდა, რომელიც მანჩესტერშიც წავიყვანე და შესაბამისად, იტალიურად ცოტას მასთან ვსაუბრობდი.
ალეგრი სხვანაირია? იგივენაირია. მე აღარ ვარ 22 წლის, როცა ოჯახი გყავს, სხვა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გაქვს, ბევრ რამეს სწავლობ, რასაც ცხოვრება გასწავლის. ფიზიკურად ახლა უფრო ძლიერი ვარ, უფრო მეტი კუნთები მაქვს.
ვლაჰოვიჩმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან ძლიერია, დუ-დუს ვეძახი, დუშანზე უფრო ადვილია. როცა კიეზა ვნახე, მანაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ის ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია. დი მარია? ის ძლიერი ფეხბურთელია, იცის, რისი გაკეთება სურს, მისი განეიტრალება თითქმის შეუძლებელია, ბურთს ბევრჯერ ეხება, ნამდვილი ფენომენია. ლოკატელი დიდებულია, მას სუპერ კლასს ვეძახი, რადგან კლასი აქვს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ასევე მისი ჩაცმის სტილის ადა სიარულის სტილის გამო.
დიბალას მაიამიში ბევრი ველაპარაკე, ვკითხე, თუ შეეძლო დარჩენა, რათა ცოტა კიდევ გვეთამაშა ერთად. მან კი მიპასუხა, რომ უკვე წასული იყო და ეს ცოტა ადრე უნდა მეთხოვა. ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ. მინდა, რომ ის ბედნიერი იყოს და მგონია, რომ „რომაში“ თავს ბედნიერად იგრძნობს“, – თქვა პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და ტურინულ გრანდს 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.