მთავარი / სიახლეები / ბონუჩი ახალ “იუვეზე”, პოგბაზე, დი მარიაზე, დე ლიხტის შეცდომაზე და ბევრ სხვა თემაზე…

ბონუჩი ახალ “იუვეზე”, პოგბაზე, დი მარიაზე, დე ლიხტის შეცდომაზე და ბევრ სხვა თემაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ თემაზე ისაუბრა.

„მომენატრა ტურნე, თითქოს აქ პირველად ვარ, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში სამყარო შეიცვალა, კოვიდისა და სხვა ბევრი ცუდი რაღაცის გამო, რაც ირგვლივ ხდება. იმ წლებში, როცა ბევრი ტიტული მოვიგეთ, დიდი კმაყოფილება გვქონდა, რასაც ვაღწევდით. დღეს გვინდა მწვერვალზე დავბრუნდეთ და ტიტულის გარეშე დასრულებული სეზონის შემდეგ მოგების დიდი სურვილი გვაქვს. ბოლო ორ სეზონში ჩვენს მოლოდინზე დაბლა ვიყავით და მიზნად ვისახავთ „იუვეს“ იტალიასა და ევროპაში ტოპდონეზე დაბრუნებას. ყოველთვის სასიამოვნოა „ბარსელონასთან“ და „რეალთან“ თამაში. ეს მატჩები საჭიროა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, რადგან „იუვე“ ძალას იღებს, რომ ყველა მეტოქე შეაშინოს.

კაპიტნის სამკლაური? როგორც იქნა, მოვახერხე მისი მიღება (იცინის). მე ჩემს როლს გასახდელში ყოველთვის ვთამაშობდი, ახლა მე ვარ გუნდის ყველაზე უფროსი წევრი და ამ მაისურის ტარების მაგალითი, სიამაყე და პასუხისმგებლობა მექნება, რომ კიდევ უფრო ძლიერები ვიყოთ. კარგი კაპიტნის მოვალეობები? უნდა იყო სამაგალითო, მაგრამ კარგ კაპიტანს უპირველეს ყოვლისა ზურგს უკან ძლიერი ჯგუფი უნდა ჰყავდეს. ჩვენ ევროპის ჩემპიონატი სწორედ ძლიერი ჯგუფის წყალობით მოვახერხეთ. ამ დღეებში „იუვენტუსში“ ერთად ყოფნის სურვილსა და ენთუზიაზმს ვხედავ. მკაცრი უნდა იყო, როცა საჭირო იქნება გაიღიმებ. ვარჯიშებზე ენთუზიაზმი იგრძნობა და ახალწვეულებს ამაში დიდი როლი შეაქვთ.

რა მემკვიდრეობა დამიტოვა კიელინი? მძიმე, რადგან „იუვეში“ ოცწლიან კარიერაში ის მაგალითი იყო ბუფონთან და დელ პიეროსთან ერთად. იმედია მისგან მრავალი თვისება გადავიღე. ვეცდები გუნდისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიყო და არ შევიცვალო. როდესაც ჯორჯომ სამკლაური დამიტოვა, მითხრა: „ახლა ეს შენი საქმეა“. უტიტულო სეზონის შემდეგ თავიდან დაწყება იოლი არ არის, კლუბი მნიშვნელოვან ინვესტიციებს აკეთებს, რომ მწვერვალზე დაუყოვნებლივ დაბრუნდეს. ჩვენზეა დამოკიდებული, შევქმნათ საჭირო ალქიმია, რათა „იუვე“ დავაბრუნოთ იქ, სადაც იმსახურებს.

დიბალას ვიცე-კაპიტნობით თუ გავბრაზდი? ცოტათი კი, მაგრამ გაღიზიანება ერთი დღე გაგრძელდა. ვიცოდი, რა იყო ჩემი როლი და მე ჩემი უნდა გამეკეთებინა, მწვრთნელს გასახდელში დავხმარებოდი. ეს იყო სტიმული იმ სეზონისთვის, რომელიც დეკემბრამდე, სანამ ტრავმებს მივიღებდი, უმაღლეს დონეზე ჩავატარე.

ჩემპიონთა ლიგა? როცა აქ მოვედი ოცნება მქონდა კარიერაში ყველაფერი მომეგო და 90%-ით ამას მივაღწიე. მაკლია მხოლოდ ის ნაწილი, რაც ჩვენ იუვენტინოებს ძალიან გვაწუხებს. ვიმედოვნებ, რომ 2-წლიანი კონტრაქტის ბოლომდე, რომელიც დამრჩა სტაბილურად ვითამაშებთ. ევროპაში მოგება ყოველთვის რთულია, პირველი მიზანი მეოთხედფინალი უნდა იყოს, მერე იღბალიც საჭიროა. კონკრეტულ სეზონში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაბამისად, რატომაც არ უნდა გვჯეროდეს ევროპაში „იუვეს“ კარგი მომავლის?

რა მოიტანეს დი მარიამ და პოგბამ? ლიდერობა, ხარისხი და გამოცდილება ყველა ფრონტზე საბრძოლველად. ჩვენ გვყავს კარგი ახალგაზრდების ნაზავი, რომლებსაც ენთუზიაზმი მოაქვთ და ახალწვეულები დიდ სტიმულს გვაძლევენ. დი მარია სერია A-ს ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, მას ნიჭიც აქვს და გამოცდილებაც. პოგბა? ძალიან კარგია, მან იცის, რომ დღევანდელი „იუვენტუსი“ ნაბიჯით უკანაა იმასთან შედარებით, რომელიც დატოვა. ის არის პროექტის ცენტრში და ეს ფუნდამენტური იქნება. როცა ვნახე, ვთხოვე, რომ ვარჯიშზე საყურეები მოეხსნა… ხუმრობა იქით იყოს და ვუთხარი, რომ ძალიან გვჭირდებოდა ის პოგბა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და მე არასდროს მინახავს ნამდვილი პოგბა „მანჩესტერში“. ახლა ველოდებით, ვნახოთ რა მოხდება.

დე ლიხტის წასვლა არ გამკვირვებია, რადგან მისმა ზოგიერთმა განცხადებამ მიანიშნა, რომ არ სურდა „იუვეში“ დარჩენა. თუმცა, ვფიქრობ, ყველაფრის საფუძველი პატივისცემაა, ჯგუფის, რომელშიც სამი წელი გაატარა და ეს ჯგუფი დაეხმარა მას ზრდაში, ხოლო კლუბმა მასში ინვესტიცია ჩადო. მას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ეროვნული ნაკრების შეკრებიდან მის მიერ ნათქვამი ზოგიერთი ფრაზა არცთუ სასიამოვნო იყო. ჩვენ ამაზე შვებულების შემდეგ ვისაუბრეთ და შეცდომას მიხვდა. „ბაიერნი“ დიდი კლუბია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველაფერს მოიგებს.

ბრემერი? ის ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ბოლო ორ წელიწადში ძალიან გაიზარდა, აქვს პოტენციალი, შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემები და კლუბმა დე ლიხტი საუკეთესოდ შეცვალა. ჩვენ კიდევ ორი სანდო და საიმედო მცველი გვყავს: რუგანი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა და გატი, რომელსაც აქვს თვისებები, რითაც მეც და კიელინისაც ჰგავს. ბევრ რამეში უნდა განვითარდეს, მაგრამ თავმდაბალია და ყველაფერი აქვს, რომ საიმედო მცველი გახდეს. ის „იუვესთვის“ მზადაა.

ვლაჰოვიჩი? მსოფლიოს ტოპ ხუთ ფორვარდშია, მან უნდა იპოვოს სტაბილურობა, რადგან როცა თამაში არ მისდის, ძალიან ბრაზობს და ეს დიდ ენერგიას აკარგვინებს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს და მისი წყალობით ჩვენ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვართ. ძანიოლო „იუვეს“ დონის ფეხბურთელია? ძალიან დიდი ტალანტია და ალბათ ჯერ თვითონაც არ იცის მისი პოტენციალი. თუ „რომაში“ დარჩება ის შეძლებს პაულოსთან ერთად თამაშით სიამოვნების მიღებას, თუ ჩვენთან მოვა, ვეცდებით მისი თვისებები საუკეთესოდ წარმოვაჩენინოთ. თუმცა, „იუვეში“ მხოლოდ საფეხბურთო თვისებები საკმარისი არ არის.

„იუვენტუსი“ სკუდეტოს მოგების ვალდებულია? ამ მაისურით სხვაგვარად არ შეიძლება. დრო რომელიც გადის, ერთი გამარჯვებიდან მეორემდე უნდა გადიოდეს. ეს „იუვენტუსი“ აქ ჩემი პირველი სეზონის გუნდს ჰგავს და ეს არის მრავალი წარმატების საწინდარი. როგორი ურთიერთობა მაქვს ალეგრისთან? პირდაპირი“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსმა“ 2010 წელს „ბარიდან“ შეიძინა და ის კლუბში 2017 წლამდე დარჩა. შემდეგ იტალიელმა ერთი სეზონი „მილანში“ გაატარა და 2018 წელს „იუვეს“ დაუბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 35 წლის ბონუჩის „იუვენტუსში“ 476 მატჩი აქვს ჩატარებული და 35 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …