მთავარი / სიახლეები / პოგბა: “არაფერია გადაწყვეტილი, მინდა ტიტულები მოვიგო”

პოგბა: “არაფერია გადაწყვეტილი, მინდა ტიტულები მოვიგო”

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ პოლ პოგბას კონტრაქტი ეწურება, რომელიც ჯერ არ გაუხანგრძლივებია და როგორც მან ფრანგულ მედიას განუცხადა, არაფერია გადაწყვეტილი. პოგბას თქმით, სურს, რომ ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს.

პოლს ტურინის “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებენ და შესაძლა, ფრანგი ნახევარნცველი ზაფხულში 6-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიურ გრანდში დაბრუნდეს.

„ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერია გადაწყვეტილი, არაფერია გარკვეული. შემიძლია გადაწყვეტილება ხვალ მივიღო, ისევე, როგორც სატრანსფერო პერიოდში, ვნახოთ. ამჟამად, მხოლოდ სეზონის დასრულებაზე ვფიქრობ. მინდა, ტიტულები მოვიგო, რაღაცისთვის ვითამაშო, რადგან როგორც წელს, ისე ბოლო წლებში არაფერი მოგვიგია. ეს არის ის, რაც სამწუხაროა“, – თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ის „იუვემ“ „მანჩესტერიდან“ უფასოდ დაიმატა და 4 წლის მერე 105 მილიონ ევროდ მიყიდა. ფრანგს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …