მთავარი / სიახლეები / მაკკენი შესაძლოა “იუვეს” სეზონის ბოლო ნაწილში დაუბრუნდეს

მაკკენი შესაძლოა “იუვეს” სეზონის ბოლო ნაწილში დაუბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ვესტონ მაკკენის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო.

ამერიკელ ნახევარმცველს პირველად პროგნოზით მიმდინარე სეზონში ვეღარ უნდა ეთამაშა, მაგრამ Tuttosport-ი წერს, რომ ვესტონის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

შედეგად, გამოცემის ცნობით, მაკკენი შესაძლოა აპრილის ბოლოს გამოჯანმრთელდეს და სეზონის ბოლო ოთხ თამაშში მწვრთნელის განკარგულებაში იყოს – „ვენეციასთან“, „ჯენოასთან“, „ლაციოსთან“ და „ფიორენტინასთან“. გარდა, პოტენციურად იტალიის თასის ფინალში.

შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკენიმ ტრავმა თებერვალში, „ვილიარეალთან“ შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 28 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …