პოლ პოგბას პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ფრანგი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების დრომ კიდევ გადაიწია.
ტურინელთა გეგმა იყო, რომ პოგბა 13 იანვარს, „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად ყოფილიყო, მაგრამ ფრანგი სირბილის დაწყებას დღემდე ვერ ახერხებს, რის გამოც მისი დაბრუნება იანვრის ბოლომდე მინიმუმ ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ ტრავმა ივლისში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. შესაბამისად, დაბრუნების შემდეგ მან „იუვეში“ ერთადერთი თამაში ჩაატარა და ისიც ამხანაგური.