ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და სარეაბილიტაციო კურსის მეორე ეტაპს დაიწყებს.
პოგბა მზადაა სირბილი დაიწყოს და ნელ-ნელა ვარჯიშს სრული დატვირთვით დაუბრუნდეს. ტურინში იმედოვნებენ, რომ ფრანგი სათამაშოდ 3 კვირაში, 11 სექტემბერს იქნება, როდესაც „იუვენტუსი“ „სალერნიტანას“ შეხვდება.
მანამდე პოლ სერია A-ს ოთხი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური გაუცდება.
შეგახსენებთ, რომ პოგბამ მოსამზადებელ ეტაპზე ერთადერთი ამხანაგური თამაში ჩაატარა, შემდეგ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთშია.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი