მთავარი / სიახლეები / სერია A / “სამპდორიასთან” ბონუჩის თამაში საეჭვოა

“სამპდორიასთან” ბონუჩის თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ საკადრო პრობლემები არ ელევა და გენუის „სამპდორიასთან“ დიდი შანსია კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ ვერ ითამაშოს.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, 35 წლის მცველს მცირე დაზიანება აქვს და მისი თამაში საეჭვოა. მომდევნო ორი დღე ამის გასარკვევად გადამწყვეტი იქნება.

ტურინულ გრანდში ტრავმების ეპიდემიაა და მათ შორის, ტრავმირებული არიან გუნდის მთავარი ახალწვეულები – ანხელ დი მარია და პოლ პოგბა. ასევე მთავარი მეკარე ვოიცეხ შჩესნი. თუ ბონუჩი ვერ ითამაშებს, მას დანიელე რუგანი ან ფედერიკო გატი შეცვლის, რომელსაც სერია A-ში არასდროს უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 22 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …