მთავარი / სიახლეები / პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ტრანსფერი ორშაბათს გამოცხადდება

პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ტრანსფერი ორშაბათს გამოცხადდება

პოლ პოგბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ფრანგი ფეხბურთელი „იუვეში“ 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით.

29 წლის ნახევარმცველი 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც 2015-2016 წლების სეზონშიც ემოსა.

რომეო აგრესტის ცნობით, პოგბამ კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა, მაგრამ ტრანსფერის ოფიციალური განცხადება დღეს არაა მოსალოდნელი და ამას „იუვენტუსის“ ვებგვერდი ორშაბათს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ 2012-2016 წლებში „იუვეს“ რიგებში 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …