მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ალეგრი “იუვესთვის” შესაფერისი ადამიანია, მისი კრიტიკა სიგიჟეა”

პიანიჩი: “ალეგრი “იუვესთვის” შესაფერისი ადამიანია, მისი კრიტიკა სიგიჟეა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. „ბეშიქთაშის“ ბოსნიელი ნახევარმცველის განცხადებით, მას იტალია ძალიან ენატრება, შარშან კი „იუვეში“ დაბრუნებასთანაც ახლოს იყო.

„იტალია მენატრება, გულწრფელად ვამბობ და სიამოვნებით დავბრუნდებოდი. მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა იტალიის დარჩენამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, თითქოს მეც იტალიელი ვიყო.

„იუვეში“ შარშან დაბრუნება შესაძლებელი იყო. ორჯერ გვქონდა კონტაქტი, მერე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა საქმე არ ეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს. ჩემთვის „იუვესთან“ ფული მთავარი არ იყო, უბრალოდ მინდა მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი ვიყო და სკუდეტო მოვიგო. მშიერი და გამოცდილი ფეხბურთელი ვარ, თითქმის 700 თამაში მაქვს ჩატარებული. ვფიქრობ, რომ შემიძლია მაღალი მიზნებისკენ ვისწრაფო.

ჩემთვის ალეგრის კრიტიკა უბრალოდ სიგიჟეა. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, როგორც მწვრთნელს და კიდევ უფრო მეტად, როგორც ადამიანს. ის „იუვესთვის“ შესაბამისი ადამიანია და შედეგებიც ამას ამბობს. არავინ ახსენებს იმას, რომ ზეწოლის ქვეშ მუშაობაში ის საუკეთესოა.

რაფინიაზე ის ჯარიმა? მინდა ვთქვა, რომ საკმარისია, სხვა რამეზე ვისაუბროთ. იმ მომენტში რა თქმა უნდა, ასე თამაში არ მინდოდა. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ შეიძლებოდა მეორე ყვითელი ბარათი მიმეღო, მაგრამ ჩემი აზრით, პირველი ბარათი შეცდომით მომცეს. წლების შემდეგ მინდა ჩვენი ქამბექი გაიხსენონ და არა ორსატოს გადაწყვეტილება.

„იუვე“ – „ინტერი“? ჩემთვის შანსი 50%-50%ზეა, მაგრამ მატჩის ბედის გადაწყვეტა პაულო დიბალას შეუძლია. მჯერა, რომ ალეგრი მას ძირითადში ათამაშებს. პაულოს ჩემპიონის გონება აქვს და ის ყოველთვის მზად იქნება.

დიბალას წასვლა? როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე მივწერე პაულოს, რადგან ჩემი მეგობარია და მასთან თამაში ყოველთვის მომწონდა. მივწერე, რომ დიდი ჩემპიონია და მიპასუხა: „მიყვარხარ ძმაო, მადლობა“. ვფიქრობ, მესმის, ახლა, რასაც გრძნობს. ის არასოდეს იხევდა უკან, მიუხედავად იმისა კარგად იყო თუ არა, ყოველთვის ცდილობდა ეთამაშა. თუმცა, ასევე მესმის კლუბის ხელმძღვანელობის, რომელთაც ძალიან ნათელი პოზიცია ჰქონდათ. მათ სხვა პროექტი აირჩიეს და ამ იდეისთვის უფრო შესაფერისი მოთამაშეები“, – თქვა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …