ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა მეკარემ აღნიშნა, გუნდმა კარგი ხასიათი აჩვენა და ასე უნდა გააგრძელონ.
„კარგი პასუხი გავეცით, „მონცასთან“ მატჩს არ ჰგავდა, დამოკიდებულება და ხასიათი განსხვავებული იყო. როცა ასე ვთამაშობთ, ეს ჩვენ ვართ, გუნდი, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩი მოიგო და გოლი არ გაუშვა. ვიცით, რომ დამოკიდებულების ეს სტანდარტი უნდა შევინარჩუნოთ. ცხადია, რომ ყოველთვის 100%-ით მზად ვერ ვიქნებით, მაგრამ უნდა შევძლოთ ამ სტაბილურობის შენარჩუნება.
მსოფლიოს ჩემპიონატამდეც სტაბილურები ვიყავით, დაბრუნების მერე კი ცოტა გაგვიჭირდა. კრიზის პერიოდი გამოვიარეთ, როგორც გამოცდილებმა, ისე ახალგაზრდებმა, რომლებმაც გუნდში სიახლე შემოიტანეს. „ინტერთან“ შურისძიება შარშან ფინალში მარცხის გამო? ვფიქრობ, წარსულს აღარ აქვს მნიშვნელობა, აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ, ვიცით, რომ „ინტერთან“ დიდებული თამაში იქნება, ეს იტალიური დერბია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ამ თამაშს არ უნდა მივუდგეთ, როგორც რევანშს. ახლა სალერნოში თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, მარტივი თამაში არ იქნება და მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, ხოლო როცა დრო მოვა „ინტერთან“ შეხვედრისთვის მოვემზადებით. მე გუნდისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ და ყოველთვის ისე ვემზადები, რომ სათამაშოდ მზად ვიყო“, – თქვა პერინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 7 თებერვალს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.