ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ, მატია პერინმა „ინტერთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან რომელუ ლუკაკუს გაძევებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბელგიელმა წითელი ბარათი დაიმსახურა.
„საერთოდ არ არის კარგი დასასრული, ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ, ვინც მაგალითის მიმცემი იქნება, მაგრამ ასეთ თამაშებში თავის შეკავება ადვილი არ არის. პატივისცემის ნაკლებობაა მეტოქე გუნდის კურვასთან გოლის ასე აღნიშვნა. ამიტომ ატყდა აურზაური.
დუშანი კარგადაა. მას საზარდული დიდი ხანი აწუხებდა, როცა ტრავმიდან ბრუნდები დრო გჭირდება ფორმაში შესასვლელად. ის ბევრს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, მალე ძველებურად ათამაშდება. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და კონცენტრირება მოვახდინოთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია“, – თქვა პერინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 8 აპრილს, სტუმრად რომის „ლაციოსთან“ გამართავს.