მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალში მილანის „ინტერს“ შინ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

პერინი 6.5 – ბევრი საქმე არ ჰქონდა და მზადყოფნა ადვილი არ იყო, მაგრამ სრულყოფილად ითამაშა ბროზოვიჩის დარტყმის მომენტში.

გატი 6.5 – მუხტი, მრისხანება და შიმშილი აქვს. მიხვდა, როგორ უნდა ითამაშოს „იუვეში“ და დაცვაში მისი ყოფნა იგრძნობა.

ბრემერი 4.5 – იდეალური თამაში ან თითქმის, მაგრამ შემდეგ სრული სიგიჟე, რამაც მთელი მისი თამაში წყალში ჩაყარა.

დანილო 5.5 – მატჩის ბოლოს სხვანაირად უნდა ეთამაშა.

კუადრადო 6.5 – ამჯერად თამაშს არ ეთიშება და გაიტანა გოლი საყვარელი მეტოქის წინააღმდეგ. 301 მატჩი „ბინაკონერიში“, ბოლოს თავი ვერ გააკონტროლა.

ფაჯოლი 6 – ყოველთვის არ შეუძლია ბრწყინვალე, მაგრამ მან იცის, როგორც გაუმკლავდეს ზეწოლას მაშინაც, როცა იტანჯება.

მირეტი 6 – ამჯერად მარჯვენა ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშა.

ლოკატელი 6 – ჭრის და კერავს, მისდა საბედნიეროდ, ერთ-ერთ მომენტში საჯარიმოსთან დაკარგული ბურთი „ინტერმა“ ვერ გამოიყენა.

რაბიო 6.5 – ის უკვე მხოლოდ მეძალა არ არის, რეალურად ყველგან არის. სწორედ მის ჩაწოდებას მოჰყვა გოლი.

კოსტიჩი 5.5 – დარმიანთან დუელში უფრო თამამი უნდა ყოფილიყო, სამაგიეროდ, მუხრუჭებით ითამაშა.

დი მარია 5 – კარგად იწყებს, შემდეგ იკარგება. ვერ იღებს ბურთს სწორად და საჭირო დროს. მეორე ტაიმში უბრალოდ არ ჩანდა.

კიეზა 5.5 – ალეგრიმ დაუთმო წუთები ფორმის აღსადგენად, მაგრამ მან სხვაობა ვერ შექმნა.

ვლაჰოვიჩი 5 – რამდენიმე სუსტი დარტყმა თავით. ბევრი მოძრაობა და ხშირად არასწორი არჩევანი. ეს ძალიან ცოტაა. ბოლო 785 წუთში „იუვეში“ თამაშიდან გოლი ვერ გაიტანა, მხოლოდ 1 პენალტი გაიტანა.

მილიკი 6 – ალეგრის იერარქიაში ის რჩება კინზე წინ. მასთან ერთად „იუვე“ უკეთ თამაშობს და ეს არ არის საიდუმლო. კუადრადოს პასის შემდეგ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, რაც უფრო სამწუხაროა, ვიდრე შეცდომა.

ალეგრი 6 – „იუვე“ ვერ დომინირებს, მაგრამ მატჩს აკონტროლებს და დამსახურებულად იგებდა ბრემერის სისულელემდე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …