ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლუკა პელეგრინიმ „ფიორენტინასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სირთულეების გათვალისწინებით ეს გამარჯვება დაიმსახურეს.
„ადვილი მატჩი არ იყო, მთავარია, რომ შინ შედეგით ვბრუნდებით. თავდადებით ვითამაშეთ და ჭკვიანურად, ყველას გამო ბედნიერი ვარ, გამარჯვება დავიმსახურეთ ამ პერიოდის ყველა სირთულის გათვალისწინებით. ახლა ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ და ჯერ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში. გვაქვს მიზანი, რომლის მიღწევა ადვილი არ არის. ესაა სეზონის ფაზა, როცა ბევრი მატჩი გვაქვს და ყველა მნიშვნელოვანი“, – თქვა პელეგრინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 მარტს, საკუთარ მოედანზე „სპეციასთან“ ჩაატარებს.