მთავარი / სიახლეები / სერია A / პაულო დიბალა “იუვენტუსისგან” ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს

პაულო დიბალა “იუვენტუსისგან” ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს

„რომას“ ფეხბურთელი პაულო დიბალა „იუვენტუსისგან“ 3.7 მილიონ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, ტურინელებმა არგენტინელს ხელფასის ხსენებული ნაწილი არ გადაუხადეს და დიბალამ თანხის ბოლომდე ანაზღაურება მოითხოვა. როგორც ირკვევა, „იუვეს“ ვალის დასაფარად ბოლო ვადა აპრილში აქვს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „რომაში“ გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ დიბალას „იუვენტუსთან“ დაპირისპირება მოედანზე ორიოდ დღეში მოუწევს, როდესაც „რომა“ ტურინულ გრანდს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …