პაულო დიბალამ ისევ ტრავმა მიიღო. არგენტინელი ფეხბურთელი ორკვირიანი უქმობის შემდეგ ვარჯიშს ორი დღის წინ დაუბრუნდა, მაგრამ ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.
როგორც მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ განაცხადა, დიბალამ ვარჯიშზე ფეხში ტკივილი იგრძნო და სამწუხაროა, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იუქმებს დიბალა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, თუმცა განახლდება თუ არა ის, უცნობია, რადგან გარდა იმისა, რომ ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს, უკვე ძალიან ხშირად ტრავმიანობს.