ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ, რომელიც ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს, Sky Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, რა თქმა უნდა, „იუვენტუსზე“. პარატიჩიმ აღიარა, რომ დომენიკო ბერარდის შეძენასთან ძალიან ახლოს იყვნენ, ხოლო პოლ პოგბას ტურინში დაბრუნების შესაძლებლობა რეალობასთან ახლოს არასდროს ყოფილა.
ბერარდიზე და კიეზაზე
„ბერარდი ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსთან“. 3 წლის განმავლობაში მასთან კონტაქტი გვქონდა. მალევე მივხვდით მისი ტალანტის შესახებ და მოლაპარაკებები დავიწყეთ. სამწუხარო იქნებოდა, რომ თავისი თავი საერთაშორისო ასპარეზზე ვერ წარმოეჩინა და ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. კიეზა დიდი ხარისხის ბიჭია და გიჟური თვისებები აქვს. მისი საუკეთესო უნარი ხასიათის სიმტკიცე და მუდმივად განვითარების სურვილია. „იუვენტუსში“ მის ნიჭში ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყავით.
პოლ პოგბაზე
ჩვენ ძალიან გვიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც გვყავდა. პოლი 18 წლის ასაკში დავიმატეთ, ის ჩვენთან გაიზარდა და მისი წარმატების ნახვა დიდი ბედნიერი იყო. ეს სიყვარული არის ურთიერთობის ნაწილი, რომელიც ყოველთვის არსებობს პოგბასა და „იუვეს“ შორის. მისი დაბრუნება რთული იქნება, არასდროს ყოფილა მომენტი, როცა მისი დაბრუნება ახლოს ყოფილიყო.
იტალია – ესპანეთის მატჩი
მანჩინიც და ლუის ენრიკეც დიდი მწვრთნელები არიან. ეს იქნება ტაქტიკური მატჩი და ჩემი აზრით, ესპანეთის პატივისცემის მიუხედავად, იტალია ცოტათი უფრო თავდაჯერებული გუნდია. ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ და ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო მომწიფებულია. ბონუჩი და კიელინი ჩემი მეგობრები და ჩემთვის განსაკუთრებული არიან. ისინი მხოლოდ ჩემი ფეხბურთელები არ იყვნენ, ბონუჩისთან ხშირად ვლაპარაკობ.
„იუვენტუსთან“ ჩემი ურთიერთობის დასასრული
არაფერი შეცვლილა, 11 საოცარი წელი გავატარე, რაც ფეხბურთის სამყაროში ძალიან ბევრია. ბევრი მოგონება მაკავშირებს, შესანიშნავი გამოცდილება იყო და ვფიქრობ, რომ ცვლილების დრო იყო. სუარესის ამბავი? ეს ისეთი რამეა, რაც ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც სიმართლეს დაადგენს. ნელ-ნელა ყველაფერი იწმინდება და ამ თვალსაზრისით ძალიან მშვიდად ვარ, არ ვფიქრობ, რომ რამეზე გავლენა მოვახდინე.
მასიმილიანო ალეგრიზე
ჩემი გუნდში ყოფნის დაბრუნდებოდა თუ არა ალეგრი? არ ვიცი, ანიელისთან უკვე მქონდა საუბარი და პროგრამირებაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, მადლობა უნდა გადავუხადო ალეგრის იმ 5 წლისთვის, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას, ისე მწვრთნელს, ძალიან ჭკვიანია. ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ.
ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე
დონარუმას ტრანსფერი შედგებოდა „იუვენტუსში“ რომ დავრჩენილიყავი? დღეს „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ვარ. ის ძალიან კარგი მეკარეა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა მეკარე. მას მერე, რაც ინგლისში ვარ, მისი შეძენა არ მიცდია“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო პარატიჩი ტურინის „იუვენტუსში“ 2010-2021 წლებში მუშაობდა.