მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზა: “გვინდა, რომ სპინაცოლა გავახაროთ”

ფედერიკო კიეზა: “გვინდა, რომ სპინაცოლა გავახაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად სანაკრებო თემას და ევროპის ჩემპიონატზე დაეთმო.

“ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა ფანტასტიკური შეგრძნება იყო. ჩემი გვარის ასეთ დონეზე აყვანა შევძელი ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში. ვამაყობ, რომ მამაჩემისა და დედაჩემის შვილი ვარ. ამით კიდევ უფრო ვაცნობიერებ რამდენად დიდი იყო მამაჩემი. ის ბედნიერი იყო, რომ ავსტრიასთან გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მეტად იმის გამო, რომ იტალია მომდევნო ეტაპზე გავიდა. ნამდვილად ბედნიერი იყო, რადგან თვითონ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში არასდროს უთამაშია.

უდიდესი სიხარული იყო ეს გოლი. „უემბლიზე“ გასვლა და შენი ქვეყნისთვის თამაში ასეთ მნიშვნელოვან დონეზე, თანაც გამარჯვება ნამდვილად დიდი ემოციაა. ვფიქრობ, ეს არის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ყველას გვაქვს, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებთ, ვოცნებობთ, რომ ვითამაშოთ ეროვნულ ნაკრებში ამ ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა და გოლებიც გავიტანოთ. ბელგიასთან შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ ეს მწვრთნელის წყალობით, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში დიდი სამუშაო შეასრულა. ფეხბურთის იდეა, რომელიც მან დაამკვიდრა, ენთუზიაზმის მომტანი აღმოჩნდა. ახლა შედეგებსაც ვაღწევთ.

ჩვენ ყველას გვიყვარს ერთმანეთი. მწვრთნელმა გუნდი დიდ სიმაღლეზე დააბრუნა, მან გვითხრა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გვევლო. ყველასთვის მნიშვნელოვან რჩევებს იძლევა. მეკარიდან მცველებამდე, ყველასთვის. ყველა მონაწილეობს და ვარჯიშზე ყოველდღე ვიღებთ რჩევებს, რადგან აქ არიან მანჩინი, ვიალი და სხვები, რომლებიც დიდი ჩემპიონები იყვნენ. მათი რჩევები გადამწყვეტი იყო ბოლო ორ წელიწადში ჩვენი შესანიშნავი თამაშებისთვის.

ძალიან ვწუხვარ სპინაცოლას ტრავმის გამო. ის შესანიშნავად თამაშობდა და ჩვენთვის ფუნდამენტური მოთამაშე იყო. ჩვენ ნამდვილად ძმებივით ვართ და ერთ-ერთი ძმის დაკარგვა, კარგი არ არის. მას საუკეთესოს ვუსურვებ, შესანიშნავი ფეხბურთელია და მოგვენატრება, მაგრამ ახლა უბრალოდ გამოჯანმრთელებაზე უნდა იფიქროს. ვეცდებით რაღაც დიდს მივაღწიოთ, რომ ის ძალიან გავახაროთ.

ესპანეთის წინააღმდეგ ურთულესი თამაში იქნება. ისინი ბურთს დიდხანს ინარჩუნებენ და ჩვენც იგივე გვინდა. მძიმე თამაში იქნება, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩები იყო. ისინი განსხვავებული სისტემით თამაშობენ. 4-3-3-ით, მაგრამ ჩვენ უფრო დინამიურები, პოზიციებს ვცვლით, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთისგან ვართ შთაგონებული, მაგრამ თითქმის იგივე იდეოლოგია გვაქვს: ბურთის ფლობა, მაღალი პრესინგი, ვცდილობთ მეტოქეზე დომინირებას. ესპანეთი ამას უკვე რამდენიმე წელია აკეთებს, მაგრამ ჩვენი ბურთის ფლობა დამყარებულია შეტევის დაგვირგვინებაზე, რათა უფრო მეტი გოლი გავიტანოთ, ვიყოთ უფრო მეტად შემტევები და დომინანტები.

ფანტასტიკური ნახევარდაცვა გვყავს. თავდამსხმელებისთვის ეს სასიამოვნოა, რადგან ბურთი ყოველთვის სწორ მომენტში მოგვდის და უბრალოდ საჭიროა ამ დროს კონცენტრირებული ვიყოთ.

მორატა? ვისაუბრეთ და ერთმანეთს მივულოცეთ გატანილი გოლები. მე ის მიყვარს, ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ვინც „იუვეში“ უკეთ ადაპტაციაში დამეხმარა. ნახევარფინალში მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება.

ეროვნული ნაკრების რიგებში ასეთ ტურნირზე თამაში უკვე ოცნებაა. თუმცა, ცხადია, ოცნებები კიდევ არსებობს. ყოველთვის გინდა უმაღლეს დონეზე თამაში და უმაღლეს დონეზე კონკურენცია“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის მატჩი 6 ივლისს, „უემბლიზე“ გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …