მთავარი / სიახლეები / პაოლო მონტერო “იუვეს” 19-წლამდე გუნდს გაწვრთნის

პაოლო მონტერო “იუვეს” 19-წლამდე გუნდს გაწვრთნის

ტურინის „იუვენტუსის“ 23 და 19-წლამდე გუნდებს ახალი მწვრთნელები ჰყავთ. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

23-წლამდე გუნდს მასიმო ბრამბილა გაწვრთნის, რომელიც ბოლოს „ატალანტას“ პრიმავერაში მუშაობდა, ხოლო 19-წლამდელებს პაოლო მონტერო.

ურუგვაელი „იუვესთვის“ ძალიან ნაცნობი ფიგურაა. ის 1996-2005 წლებში „იუვეში“ თამაშობდა და იმ პერიოდში გუნდის დაცვის ხაზის გამორჩეული წევრი იყო. მონტეროს სამწვრთნელო კარიერაში, „მონტევიდეოში“, „პენიაროლში“, „სან ლორენსოში“, „როსარიო სენტრალსა“ და „სამბენედეტეზეში“ უმუშავია.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …