ტურინის „იუვენტუსმა“ სერბეთის ნაკრების მარცხენა ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი დაიმატა. 29 წლის სერბმა იტალიურ გრანდთან 4-წლიანი კონტრაქტი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმა.
„იუვემ“ კოსტიჩის სანაცვლოდ ფრანკფურტის „აინტრატხს“ ბონუსების ჩათვლით 17 მილიონი ევრო გადაუხადა.
ფილიპ კოსტიჩი „აინტრახტში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 172 შეხვედრაში 33 გოლით და 64 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე სერბი ფეხბურთელი „ჰამბურგის“ (65 თამაში, 9 გოლი), „შტუტგარტის“ (63 თამაში, 8 გოლი), „გრონინგენისა“ (50 მატჩი, 12 გოლი) და „რადნიჩკის“ (64 მატჩი, 5 გოლი) წევრი იყო. სერბეთის ნაკრებში ფილიპის აქტივში 48 შეხვედრა და 3 გოლია.
კოსტიჩი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე პოლ პოგბას, ანხელ დი მარიასა და გლეისონ ბრემერის შემდეგ ტურინელთა მეოთხე ახალწვეულია.