მთავარი / სიახლეები / ბრემერი: “იუვეში” გამარჯვებისთვის ვარ, მე და ალეგრის ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს”

ბრემერი: “იუვეში” გამარჯვებისთვის ვარ, მე და ალეგრის ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი მედიის წინაშე წარადგინა და მანაც ჟურნალისტების შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო „ტორინოს“, გუნდს, სადაც ძალიან გავიზარდე. „იუვეში“ პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება უნდა და ჩემთვის ეს კარგია. ვესაუბრე მწვრთნელს, ჩვენ ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს, ყოველთვის გამარჯვება გვინდა, რადგან მე ამბიციური ბიჭი ვარ.

დიდი გუნდები ყოველთვის 4 მცველით თამაშობენ. ეს ადვილი არ იქნება ჩემთვის, მაგრამ ადაპტაცია მომიწევს. ველაპარაკე კიელინის და მითხრა, რომ გავლენის ქვეშ არ უნდა მოვექცე. ვნახე რამდენიმე ვიდეო და ვცდილობ შევისწავლო ის მექანიზმები, რასაც მწვრთნელი ითხოვს.

რატომ ავირჩიე „იუვე“? ეს იყო კლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი მოიგო და აქ გადმოსვლა სწორია. ეს არის ტოპ კლუბი და ეს არის გუნდი, რომელიც კიდევ უფრო განვითარების საშუალებას მომცემს. 3 ნომერი? პირველად კიელინის ვესაუბრე, ჩემთვის ის ერთ-ერთი კერპია, იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. ვკითხე შემეძლო თუ არა მისი ნომრის აღება და მან მითხრა, რომ პრობლემა არ იყო. ასევე ველაპარაკე ბონუჩის, ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ძალიან მეხმარება.

ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. შემდეგ ნაბიჯი ოთხკაციან დაცვასთან ადაპტირებაა. ეროვნული ნაკრები? „იუვენტუსს“ ჰყავს ბრაზილიელები, რომლებიც ძალიან მეხმარებიან, როგორც დანილო, ისე ალექს სანდრო. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ადვილი არ არის.

„ტორინოს“ გულშემატკივართა ნაწილი გაბრაზდა? ვიცით, რამდენად არია ტიფოზები გუნდზე მიჯაჭვულები, მაგრამ მე არასოდეს მითქვამს, რომ არ წავიდოდი. „იუვეში“ გადასვლა სწორი არჩევანი იყო, მინდა გამარჯვება ვცადო. გუნდის შეცვლა მინდოდა. ბევრი კარგი მწვრთნელი მყავდა, მაძარი და იურიჩი, მათთან ხარისხობრივად მოვუმატე. ყველა თამაში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორ გზაზე დარჩე და მენტალურად სწორად იფიქრო. საკუთარი თავის პირველი კრიტიკოსი მე ვარ. მატჩების დასრულების შემდეგ ჩემს ვიდეოებს ვუყურებ გასაუმჯობესებლად. „იუვენტუსის“ დონეზე უნდა ავიდე.

ევროთასებზე თამაში ყველა ფეხბურთელიც ოცნებაა. აქ ყოფნა ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე არა მონაწილეობის მიღებას, არამედ ბოლომდე გასვლას. ასევე უნდა ვიფიქროთ სერია A-სა და მომავალ მატჩზე“, – თქვა ბრემერმა.

შეგახსენებთ, რომ გლეისონ ბრემერი „იუვენტუსმა“ თანაქალაქელი „ტორინოდან“ დაიმატა და მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …