მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: პარატიჩიმ “იუვენტუსი” დატოვა

ოფიციალურად: პარატიჩიმ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსს“ ფაბიო პარატიჩი 30 ივნისს დატოვებს. ინფორმაცია იტალიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ტურინელთა სპორტულ დირექტორს კონტრაქტი ეწურება, რომელიც აღარ განახლდება.

„ეს იყო მშვენიერი წლები, პროფესიონალური ზრდისა და ძლიერი ემოციების. „იუვენტუსმა“ მომცა შესაძლებლობა ჩემი საქმე სრულიად თავისუფლად მეკეთებინა დიდი პატივისცემით. ამისთვის მინდა მადლობა გადავიხადო კლუბს, სტაფს, თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, აქციონერებს და კერძოდ პრეზიდენტ ანიელის. ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი თავი იხურება და ახალ გამოწვევებს ველოდები“, – თქვა პარატიჩიმ.

ფაბიო პარატიჩი და ანდრეა ანიელი ერთობლივ პრესკონფერენციას 4 ივნისს, „ალიანც სთედიუმზე“ გამართავენ. მანამდე ანიელიმ კომენტარი გააკეთა:

„ფაბიომ ამ წლების განმავლობაში „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა. 11 წლის განმავლობაში 19 თასის მოგება მისი მოღავწეობის საუკეთესო შემფასებელია. დღეს დროა მადლობა გადავუხადოთ იმისთვის, რაც მან შეძლო და შექმნა“, – აღნიშნა ანიელიმ.

ფაბიო პარატიჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა, თავდაპირველად ტექნიკური არეალის კოორდინატორი იყო, ხოლო 2011-2012 წლების სეზონიდან სპორტული დირექტორის პოსტი დაიკავა. 2018 წელს, როდესაც გუნდი ჯუზეპე მაროტამ დატოვა, კლუბის სატრანსფერო საკითხებზე მთავარი პასუხისმგებელი გახდა.

 

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …