ტურინის „იუვენტუსმა“ არტური „ლივერპულში“ გაასხვისა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბრაზილიელი ინგლისურ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 4.5 მილიონი ევროა, ხოლო „ლივერპულს“ მისი გამოსყიდვის უფლება გაისად 37.5 მილიონ ევროდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ არტური „იუვენტუსმა“ 2020 წელს „ბარსელონადან“ დაიმატა და 63 მატჩში თავი 1 გოლით გამოიჩინა. თუმცა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და კლუბი მას შეელია.