ტურინის „იუვენტუსმა“ მესამე მეკარე კარლო პინსოლიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ტურინული კლუბის ვებგვერდის ცნობით, იტალიელი მეკარე გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
პინსიოლიოს კონტრაქტი დღეს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა 2 წლით განაახლეს.
31 წლის მეკარე „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 2000-2010 წლებში იყო, ხოლო შემდეგ რამდენიმე კლუბში იყო განათხოვრებული. „იუვენტუსში“ ის 2017 წელს დაბრუნდა და 4 მატჩი ჩაატარა.
✍ UFFICIALE | @CarloPinsoglio1 ha rinnovato il suo contratto fino al 2️⃣0️⃣2️⃣3️⃣! ⚪⚫#Pinsoglio2023 #ForzaJuve
— JuventusFC (@juventusfc) June 30, 2021