მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: “იუვემ” პირლო დაითხოვა

ოფიციალურად: “იუვემ” პირლო დაითხოვა

ტურინის “იუვენტუსმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა პირლო გაათავისუფლა. ინფორმაცია “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბი მადლობას უხდის ანდრეას და მომავალში წარმატებებს უსურვებს. პირლო მასიმილიანო ალეგრი შეცვლის და სავარაუდოდ ეს ცნობაც ოფიციალურად მალე დადასტურდება. 41 წლის სპეციალისტმა “იუვეს” ერთი წელი უხელძღვანელა, მას კონტრაქტი კლუბთან კიდევ ერთი წლით აკავშირდება.

„მადლობა, ანდრეა. ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც პირველ რიგში ყველამ უნდა ვთქვათ ამ განსაკუთრებული გამოცდილების ერთად გაზიარების გამო. რამდენიმე თვის წინ ანდრეა პირლომ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ „იუვენტუსის“ სათადარიგო სკამზე ახალი თავგადასავალი დაიწყო, მთავარი მწვრთნელის რანგში.

ამის გაკეთება, უპირველეს ყოვლისა გამბედაობას მოითხოვს, ისევე როგორც საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, რომელსაც ათასი სირთულე ახასიათებს. პანდემიამ სამყარო აიძულა ცხოვრების ახალი წესები მოეფიქრებინა.

ანდრეამ ეს გააკეთა. დარწმუნებულნი ვართ, მას დიდებული კარიერა ექნება, როგორც ფეხბურთელს ჰქონდა. გავიხსენოთ: „იუვემ“ რამდენიმე თვეში ორი ტიტული მოიგო, მოიპოვა გამარჯვებების პრესტიჟულ სტადიონებზე „სან სიროდან“ „კამპ ნოუმდე“.

ამ ყველაფრისთვის, გამბედაობისთვის, თავდადებისთვის, გატაცებისთვის, მიღწეული წარმატებისთვის, ჩვენი მადლობა გულიდან მოდის. წარმატებები მომავალში, რომელიც ნამდვილად ლამაზი იქნება“, – წერია განცხადებაში.

ანდრეა პირლოსთან ერთად “იუვემ” იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო, სერია A-ში მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა. 52 მატჩიდან პირლოს თავკაცობით “იუვენტუსმა” 34 მატჩი მოიგო, 10 ფრე ითამაშა, 8-ჯერ კი წააგო. აღსანიშნავია, რომ მას მუშაობის დაწყებამდე გამოცდილება არ ჰქონდა და ის თავიდან 23-წლამდე გუნდის თავკაცად წარადგინეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …