ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი აარონ რემზი „გლაზგო რეინჯერსში“ გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
31 წლის უელსელი ფეხბურთელი შოტლანდიურ გრანდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. რემზის „იუვესთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ, 2023-წლამდე აკავშირებს, მაგრამ ზაფხულში მისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია და „რეინჯერსი“ თუ არ გამოისყიდის, სხვა კლუბში მოუწევს წასვლა.
აარონ რემზი „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 70 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მან თითოჯერ მოიგო სკუდეტო, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.
Good Luck @aaronramsey 🏴 pic.twitter.com/xsbgcaM3V7
— JuventusFC (@juventusfc) January 31, 2022