ტურინის „იუვენტუსი“ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, პაველ ნედვედმა ანდრეა ანიელისთან, ფედერიკო კერუბინისა და მაურიციო არივაბენესთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე დააყენა ალეგრის გათავისუფლების საკითხი, თუმცა ჩეხს მხარი არცერთმა აუბა.
უფრო მეტიც, ანიელიმ და არივაბენემ მას უთხრეს, რომ კლუბის ბიუჯეტი ცარიელია და ახლა ალეგრის გათავისუფლება არ შეუძლიათ, რადგან მას კომპენსაციის სახით 36 მილიონი ევრო უნდა ერგოს.
უფრო მეტიც, ანიელიმ ალეგრისთან ტელეფონით ისაუბრა და დაარწმუნა, რომ მის პოსტს საფრთხე არ ემუქრება.
ამგვარად, მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ რჩება და თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, მას მუშაობისთვის დრო და შესაძლებლობა ისევ მიეცემა.