მთავარი / სიახლეები / ბრიო: “იუვეს” ზოგიერთ ფეხბურთელს პასის გაკეთებაც ეშინია”

ბრიო: “იუვეს” ზოგიერთ ფეხბურთელს პასის გაკეთებაც ეშინია”

ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისზე სერჯო ბრიომ ისაუბრა, რომელიც „ბებერი ქალბატონის“ ლეგენდაა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, პრობლემა მხოლოდ მწვრთნელში არაა და გუნდს დაბალი დონის მოთამაშეებიც ჰყავს.

„ზოგიერთ მოთამაშეს მტკიცე ხასიათი აკლია, ჩემპიონს უნდა ჰქონდეს ტექნიკა, მენტალიტეტი და მონდომება. მეორეს მხრივ, „იუვენტუსში“ არიან ფეხბურთელები, რომელთაც პასის გაკეთებაც კი ეშინიათ.

კრიზისი როგორ უნდა დასრულდეს? გუნდურად, კოლექტიურად. ბევრი მუშაობით, თუნდაც პირადი ცხოვრების გაწირვით. მონცაში რაც ვნახეთ, ეს „იუვენტუსი“ არ არის. ალეგრისაც აქვს თავისი წვლილი ამ ყველაფერში და ბევრი შეცდომა დაუშვა. დი მარიას და მილიკის დიალოგი, როცა არგენტინელმა იკითხა, რატომ შეცვალეს პოლონელი, მიუღებელია, ფეხბურთელი საჯაროდ არ უნდა ერეოდეს მწვრთნელის საქმეში“, – თქვა ბრიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …