ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ გუნდი ახლა მხოლოდ სეზონის ფინალურ ნაწილზე ფიქრობს და მხოლოდ ამის შემდეგ იმუშავებენ ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლებაზე.
„კონტრაქტებსა და მომავალზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა ჩვენს მინიმალურ მიზანზე, მეოთხე ადგილზე უნდა ვიფიქროთ და კონცენტრირებული ვიყოთ. გარდა ამისა, იტალიის თასიც წინ გველოდება და გვაქვს მინიმალური მიზნები, მაგრამ მიზნებია. ამიტომ, ახლა ამაზე ვართ კონცენტრირებული“, – თქვა ნედვედმა.