მთავარი / სიახლეები / ნედვედი ალეგრიზე, ლოკატელიზე, რონალდუზე…

ნედვედი ალეგრიზე, ლოკატელიზე, რონალდუზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, სერია A-ს პირველ ტურზე, მასიმილიანო ალეგრიზე, მანუელ ლოკატელისა და კრიშტიანუ რონალდუზე.

„ალეგრი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენთან იყო, შემდეგ დავშორდით, ორი წელი დაისვენა და ახლა დაბრუნდა. ვხედავ, რომ თავის პერსონალთან ერთად მოტივირებულია.

უდინეში თამაში ყოველთვის რთულია, პირველ ტურში კიდევ უფრო. გასულ სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო 5 წუთში მოგვაგებინა, მაგრამ როგორც ალეგრი ამბობს, ყველასთან უნდა ითამაშო.

სარი? მას აქ ძლიერი გუნდი დახვდა, ის შეეცადა თავისი ფეხბურთი ეთამაშა და სკუდეტოს მოგებით წარმატებას მიაღწია. გამარჯვებას ბევრი ვერ ახერხებს, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავით მაურიციოსთან მუშაობით, სასიამოვნო გახლდათ. შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, სეზონის ბოლოს არის განსხვავებული შეფასებები. ვუსურვებ „ლაციოში“ წარმატებების მიღწევას. მისი მოგებული სკუდეტო არ გვიზეიმია, რადგან ყველაფერი ბუნებრივად ჩანდა. ვგრძნობდით, რომ ამოწურულები ვიყავით. ახლა კი მეოთხე ადგილი იმიტომ ვიზეიმეთ, რომ იქამდე ბევრი ტანჯვით მივედით.

ლოკატელი? ის შვებულებაშია. არ იქნებოდა სწორი ფეხბურთელთან ევროპის ჩემპიონატის დროს საუბარი და თან, ის „სასუოლოს“ ფეხბურთელია. ამ საკითხის მოსაგვარებლად და სასაუბროდ დრო ყოველთვის იქნება. იტალიამ დაიმსახურა ევროპის ჩემპიონობა, დიდი ემოციები განვიცადე, ყველას ვულოცავ.

რონალდუ? მისი გარემოცვისგან არ გვაქვს იმის დასტური, რომ გუნდის დატოვება სურს. მას ველოდებით, მისი დაბრუნება 25 ივლისს დაგეგმილი, შესაბამისად, ის ჩვენთან იქნება“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …