მთავარი / სიახლეები / კიელინის აგენტი: “ჯორჯო კარიერას არ ასრულებს, “იუვეს” ველოდებით”

კიელინის აგენტი: “ჯორჯო კარიერას არ ასრულებს, “იუვეს” ველოდებით”

იტალიის ნაკრების კაპიტნის ჯორჯო კიელინის აგენტმა დავიდე ლიპიმ, რომელიც მარჩელო ლიპის შვილია, „იუვენტუსში“ ჯორჯოს მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ელოდებიან „იუვენტუსისგან“ წინადადებას, რადგან კიელინი კარიერის დასრულებას არ აპირებს.

“რატომ არ გააფორმა ჯერჯერობით კიელინიმ კონტრაქტი? იმიტომ, რომ კონტრაქტს ორი მხარე აფორმებს. ამ მომენტისთვის მაგიდასთან არ დავმსხდარვართ, მაგრამ ყველაფერი მშვიდადაა. ამ დროისთვის წინადადება არავის წარმოუდგენლია, მოდით, „იუვესთან“ მოლაპარაკებებს დაველოდოთ. სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ კიელინი ახლა კარიერას დაასრულებს.

მამაჩემი მეუბნებოდა: „სანამ ფეხბურთელებს ცეცხლი და ვნება აქვთ, მანამდე სხვებისგან განსხვავებული და ძლიერები იქნებიან. ჯორჯო ზუსტად ასეა. ის ნამდვილად არ დაასრულებს კარიერას, დაველოდოთ „იუვეს“. არ გამიკვირდება ვინმემ რომ დამირეკოს, მაგრამ „იუვეს“ გარდა, სხვა იტალიურ გუნდში ნამდვილად არ ითამაშებს. მას აქამდე არ სურდა კონტრაქტზე ფიქრი, ახლა ფასეული მხოლოდ ის არის, რომ ევროპის ჩემპიონი გახდა.

მამაჩემს სურს ფეხბურთში იყო მენეჯერის პოზიციაზე. თუმცა, ამ დრომდე ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, მათ შორის არც „იუვეში“. სამწუხაროა, რომ მისნაირი ადამინი ფეხბურთში არ არის, იმედია, ვინმე შეძლებს მის ფეხბურთში დაბრუნებას, რადგან მენეჯერულ დონეზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ფეხბურთს მისნაირი ადამიანები სჭირდება“, – თქვა დავიდე ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი თავისუფალი აგენტია და კარიერის დასრულებასაც არ აპირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …