მთავარი / სიახლეები / ნეაპოლელი ჟურნალისტი: “იუვენტუსი” კიელინის შემცვლელად კულიბალის განიხილავს”

ნეაპოლელი ჟურნალისტი: “იუვენტუსი” კიელინის შემცვლელად კულიბალის განიხილავს”

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურერიმამ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის შემცვლელად კალიდუ კულიბალის განიხილავს.

როგორც მან აღნიშნა, აურელიო დე ლაურენტისს სენეგალელ ფეხბურთელთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მაგრამ ტურინელები დაინტერესებულნი არიან.

„დე ლაურენტისი კულიბალის აგენტთან შეხვედრას აპირებს მის მომავალთან დაკავშირებით. „ნაპოლიმ“ მას კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივოს, ან გაყიდოს, რომ უფასოდ არ დაკარგოს. „ბარსელონა“ დაინტერესებულია, მაგრამ იტალიური გუნდის არის საქმეში. მაქვს ინფორმაცია, რომ „იუვენტუსი“ კიელინის შემცვლელად კულიბალის განიხილავს. ეს „იუვესთვის“ ბრწყინვალე ტრანსფერი იქნება, „ნაპოლის“ გულშემატკივრების გულზე კი დიდი დარტყმა“, – თქვა აურერიმამ.

შემთხვევითი სიახლე

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა …

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან. …